დადგენილება N 88/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მისიით გაცხადებული მიზნების ეფექტიანი მიღწევის მხარდამჭერი ზოგიერთი პოლიტიკისა და მექანიზმის შემუშავების შესახებ
დადგენილება N 88/2021
თარიღი: 16 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველიპუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებითდამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის16 ივლისის № 34 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმიN 34),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მისია, ხედვა და ღირებულებები, ეფუძნება რასაუკუნოვან ტრადიციებს სამუსიკო და საშემსულებლო ხელოვნების, უმაღლესი და უწყვეტი სამუსიკო განათლებისა და მეცნიერების განვითარების, ეროვნული მუსიკალური კულტურის შესწავლის, დაცვისა და პოპულარიზების საქმეში; ითვალისწინებს რა მუსიკალური კულტურული მემკვიდრეობის როლს პიროვნების ჰარმონიულ აღზრდასა და განვითარებაში, კონსერვატორია მიზანშეწონილად მიიჩნევს შემოქმედებითი საქმიანობის, სწავლება-სწავლის და პრაქტიკის ეფექტიანიმხარდაჭერისათვის უზრუნველყოს:
1.1. აკადემიური პერსონალის შენარჩუნების, მოზიდვისა და განვითარების მექანიზმებისა და პოლიტიკის შემუშავება;
1.2. კონსერვატორიის მესამე მისიის პოლიტიკის, ამ პოლიტიკის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება;
1.3. ახალგაზრდების მოზიდვისა და დაინტერესების ხელშეწყობის მექანიზმების პოლიტიკის შემუშავება კონსერვატორიისა დასაშუალო რგოლის სამუსიკო განათლების ფარგლებში;
2. ზემოაღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი ვადები განისაზღვროს რექტორის ბრძანებით.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვარვატორიის საქმეთა წარმოებისსამსახურს
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესითძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში(მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე