დადგენილება № 26/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურის ცვლილებების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 26/2021
თარიღი: 28 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54 მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/09 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 28 ივლისის № 07 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურის ცვლილებები წარმოდგენილი დანართი №1-ის სახით;
2. ცვლილებები ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ნაწილში (სასწავლო დეპარტამენტი, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური) ძალაში შევიდეს ამ ერთეულების დებულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე, ხოლო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების დამხმარე გუნდის ნაწილში – 2021 წლის 1 სექტემბრიდან;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი