8 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საზოგადოებას ახალ პროექტს შესთავაზებს სახელწოდებით „პოლიტიკა, მუსიკა და ოკუპაცია“. იგი მრგვალი მაგიდის ფორმატში ონლაინ გაიმართება. სულ შედგება 6 შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები მიიღებენ მონაწილეობას, როგორც საქართველოდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლიეტუვადან და პოლონეთიდან.
პროექტის პირველი ნაწილი რამდენიმე თვის წინ პირველი არხის გადაცემა “დღის კოდთან” ერთად განხორციელდა. მომზადდა ვიდეო სერიების ციკლი, რომელმაც გააერთიანა 21 ამბავი საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ქართულ მუსიკაში (იხ.ბმული)
პროექტს საინტერესო და მრავალფეროვანი თემატიკა აქვს:
- საბჭოთა ოკუპაცია და ეროვნული საკომპოზიტორო სკოლების კურსი
- ცენზურა და თვითცენზურა მუსიკაში
- ორი ოკუპაცია და მუსიკალური კულტურა: პოლონური გამოცდილება
- დაბადებული 1937-ში – მუსიკათმცოდნეობიდან მუსიკოლოგიამდე
- მუსიკის ოფიციალური და არაოფიციალური ბუნება ტოტალიტარულ რეჟიმებში
- „ასე ნანატრი თავისუფლება“ – ანუ რა ხდება, როცა ოკუპაცია მთავრდება
შეხვედრების ზუსტი განრიგი და გამომსვლელთა სია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.
თითოეული შეხვედრის ფეისბუქ ღონისძიება განთავსდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური