დადგენილება – № 114/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალობებზე სწავლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ
დადგენილება № 114/2021
თარიღი: 08 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული„საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისწესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 08 ოქტომბრის № 45 სხდომაზედაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 45),
აკადემიური საბჭოს ადგენს:
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალობებზე სწავლის წლიური საფასური განისაზღვროს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
2. წინამდებარე დადგენილების პირველის პუნქტიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილ იქნეს კონსერვატორიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალობებზე საფასურის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობაზე მეტი ოდენობით განსაზღვრისათვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
3. შეჩერდეს „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამაგისტრო საფეხურზე სპეციალობების შესაბამისად სწავლის გადასახადის გაზრდის თაობაზე განხილვისა და წარმომადგენლობით საბჭოზე დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 26.02.2021 წლის No 17/2021 და ”სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის სამაგისტრო საფეხურზე სპეციალობების შესაბამისად სწავლის გადასახადის გაზრდის თაობაზე“ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 თებერვლის No17/2021 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 12.03.2021 წლის No 27/2021 დადგენილებების მოქმედება;
4. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეგზავნოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს;
5. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესითძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე