დადგენილება №115/2021 – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე ასისტენტ–პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 01 ოქტომბრის №106/2021 დადგენილებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება № 115/2021
თარიღი: 09 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ელდარ გეწაძის პირადი განცხადებისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 09 ოქტომბრის N 46 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 46),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ნაწილობრივი ცვლილება “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე ასისტენტ–პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 01 ოქტომბრის №106/2021 დადგენილების 1-ელ პუნქტის 1.1. და 1.2. ქვეპუნქტებში:
– „სოლო აკადემიური სიმღერის” და “საოპერო მომზადების” მიმართულებებზე კომისიის წევრად ელდარ გეწაძის ნაცვლად განისაზღვროს თეიმურაზ გუგუშვილი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www. tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე