დადგენილება №117/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიაში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრის სწავლის ფორმატის განსაზღვრისშესახებ
დადგენილება № 117/2021
თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონის” 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციის და კარანტინის წესები“-ს მე-3 მუხლის 24 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 22 ოქტომბრის N 48 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 48),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2021 წლის 4 ოქტომბრიდან) სპეციალობის ბლოკის საგნები წარიმართოს დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში, „სამუშაო ადგილებზე ახალიკორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცებისთაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ხოლო სალექციო ფორმატის საგნები – შერეული (ჰიბრიდული) ფორმით;
2. კონსერვატორიის ფაკულტეტის დეკანებმა უზრუნველყონ დასწრებით ფორმატში, არადისტანციურრეჟიმში სწავლების შესახებ სტუდენტების და აკადემიურ/მოწვეული პერსონალის ინფორმირება, ასევე დადგენილების შესრულებაზე კონტროლი;
3. დადგენილება გადაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის და საშემსრულებლო ფაკულტეტების დეკანებს, ფაკულეტეტების მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს,სასწავლო დეპარტამენტს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს;
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებგვერდზე tsc.edu.ge;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში(მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
ნანა შარიქაძე
აკადმიური საბჭოს თავმჯდომარე