დადგენილება № 124/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის, შიდა მობილობის/რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისა და სტუდენტთა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 124/2021
თარიღი: 12 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ და „წ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების, 2011 წლის 12 ივლისის აკადემიური საბჭოს სხდომაზე N8 სხდომის ოქმით დამტკიცებული „თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესისა“ და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნოემბრის № 52 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 52),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის, შიდა მობილობის/რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისა და სტუდენტთა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი წარმოდგენილი დანართი № 1-ის სახით;
2. დადგენილება გადაეგზავნოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის პროგრამების ხელმძღვანელებს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე