დადგენილება № 43/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება № 43/2021
თარიღი: 29 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 10 ნოემბრის № 893 წარდგინების, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 08 ნოემბრის № 5 სხდომის ოქმის, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 29 ნოემბრის № 10 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე(წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი № 10),
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის დებულებაში და მისი მე-5 მუხლი -„ფაკულტეტის საბჭო და მისი ფორმირების წესი“ ჩამოყალიბდეს დანართის № 1-ის სახით;
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე tsc.edu.ge
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
4. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი