დადგენილება № 130/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ 2022-2023 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ
დადგენილება № 130/2021
თარიღი: 03 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 22 ნოემბრის N 06 სხდომის ოქმის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 03 დეკემბრის № 54 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 54),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ 2022-2023 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოთხოვნებში:
1. 1. საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე მისაღებ მოთხოვნებში:
1.1.1 სპეციალობა – ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
1.2. საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო სიმებიანი საკრავების მიმართულებაზე მისაღებ მოთხოვნებში:
1.2.1. სპეციალობა ვიოლინო – დაემატოს შენიშვნა: „შენიშვნა: თუ აბიტურიენტი შეასრულებს ვირტუოზულ პიესას, იგი გათავისუფლდება 1-ლი პუნქტით მოთხოვნილი კაპრისის ან ეტიუდის შესრულებიდან. ხოლო თუ პიესა არ იქნება ვირტუოზული, ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს 1-ლი პუნქტით მოთხოვნილი კაპრისი ან ეტიუდი“;
1.2.2. სპეციალობა კონტრაბასი – მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. კონცერტის პირველი ნაწილი ან მეორე და მესამე ნაწილები: ანდა სონატის ორი ნაწილი (ნელი და ჩქარი).
1.3 საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულებაზე მისაღებ მოთხოვნებში:
1.3.1. ჩასაბერი საკრავების სპეციალობა: 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „1. გამები: მაჟორი, მინორი, სამხმოვანებები, დომინანტსეპტაკორდი ყველა ტონალობაში“; მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. ერთი ეტიუდი“;
1.3.2 დასარტყამი საკრავების სპეციალობა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„ბარაბანი:
1. ეტიუდი მიტჩელ პიტერსის კრებულიდან ( საშუალო დონე)
2. ერთი პიესა
ქსილოფონი:
1. ერთი ეტიუდი ქსილოფონის, მარიმბას და ვიბრაფონის მორის გოლდენბერგის, თანამედროვე სკოლიდან
2. ერთი პიესა
მარიმბა ან ვიბრაფონი:
1. ერთი პიესა
ტიმპანი:
1. ერთი ეტიუდი ორი ტიმპანისთვის.”
2. დადგენილება დაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, სოლო აკადემიური სიმღერის, საორკესტრი სიმებიანი და საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულებათა ხელმძღვანელებს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე