დადგენილება № 137/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის,,მუსიკისმცოდნეობა” სპეციალობაზე (კონცენტრაცია) ,,მუსიკის თეორია” მისაღები მოთხოვნებისცვლილების შესახებ
დადგენილება № 137/2021
თარიღი: 17 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 06 სხდომის ოქმის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 დეკემბრის № 57 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 57),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სრაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „მუსიკისმცოდნეობა“ სპეციალობაზე „მუსიკის თეორია“ მისაღები მოთხოვნები:
• სამაგისტრო პროგრამაზე „მუსიკისმცოდნეობა“ ჩაბარების მსურველი აბიტურიენტი აბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდას და შემოქმედებით ტურებს სპეციალობაში;
• შემოქმედებითი ტური სპეციალობაში ტარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი (წერა) – აბიტურიენტს მოეთხოვება სამი შემოთავაზებული ნაწარმოებიდან ერთ-ერთის გაანალიზება. სამუშაო დრო 4 ასტრონომიული საათი. აბიტურიენტმა დამოუკიდებლად უნდა შეარჩიოს ანალიზის მიმართულება და რაკურსი. მას შეუძლია გაამახვილოს ყურადღება შემდეგ პრობლემატიკაზე: 1. ნაწარმოების ისტორიულ-სტილური მიმართების დადგენა; 2. შინაარსის ემოციური, ჟანრული, ეროვნული მახასიათებლების განსაზღვრა; კომპოზიციური, ჰარმონიული, ფაქტურული, თვისებების გამოვლენა; 3. ზოგადსტილური დახასიათება მუსიკალურ-ენობრივი პარამეტრების განსაზღვრით; 4. ანალიზის პროცესში დადგენილი ფაქტების არსის გახსნა.
II ეტაპი (ზეპირი) – მცირე ფორმატის გასაუბრება აბიტურიენტის მიერ გაანალიზებული ნაწარმოებისა და მის მიერ შესასრულებელი სამაგისტრო ნაშრომის პრობლემატიკის ირგვლივ.
• შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით; გამსვლელი ქულა – 61-100;
2. დადგენილება დაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს;
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე