დადგენილება № 05/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება №05/2022
თარიღი: 28 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2022 წლის 28 იანვრის №02 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი №02),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილება – 5.1. პუნქტის ჩანაწერი „საკვალიფიკაციო გამოცდაზე სამჯერადი დავალიანების არსებობა“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „საკვალიფიკაციო გამოცდაზე დავალიანების ორჯერ არსებობა“;
2. დადგენილება დაეგზავნოს ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა და პროგრამების ხელმძღვანელებს, სასწავლო დეპარტამენტს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე