დადგენილება № 11/2022 – „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიაში საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წესში“ ცვლილებებისშეტანის შესახებ
დადგენილება № 11/2022
თარიღი: 18 მარტი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 18 მარტის № 06 სხდომაზე დაფიქსირებულიპოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 06),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წესში“ – წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან ამოღებულ იქნას ჩანაწერი „მტკიცდება საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელისწარდგინებით“ და პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოქმედებითი ტურების ჩატარების ვადები მტკიცდება კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ;“
„3. შემოქმედებითი ტურებისთვის რეგისტრაციის ვადები და გამოცდების განრიგი მტკიცდებაკონსერვატორიის რექტორის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“
2. დადგენილება გადაეგზავნოს სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლოდეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის პროგრამებისა და მიმართულებათახელძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე