საერთაშორისო დეპარტამენტი აცხადებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის რეგისტრაციას 2022-23 აკადემიური წლის განმავლობაში საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობის მისაღებად.
რეგისტრაციისთვის, თსკ-ის პერსონალმა უნდა შეავსოთ კითხვარი 30 მარტის ჩათვლით: https://forms.gle/wVT7bbEKVhR3VPTB8
30 მარტის შემდეგ, საერთაშორისო დეპარტამენტი ინდივიდუალური კონკულტაციების რეჟიმში დაიწყებს კონსერვატორიის პერსონალთან პოტენციური მობილობების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
აღნიშნული სია საერთაშორისო დეპარტამენტს საშუალებას მისცემს წინასწარ განსაზღვროს და მობილობის წესების შესაბამისად უზრუნველყოს პერსონალის ვიზიტების მომზადება.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის ფორმის შევსება არ არის სრული გარანტია იმისა, რომ პერსონალი შერჩეულ სასწავლებელში აუცილებლად განახორციელებს მობილობას, კონკრეტული თარიღები და დეტალები დაზუსტდება პარტნიორ სასწავლებლებთან შეთანხმებით, დაფინანსების, პრიორიტეტების, სტრატეგიების და სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორების გათვალისწინებით.
ERASMUS+ პროგრამის შესახებ ინფორმაციას, ასევე პარტნიორი სასწავლებლების ჩამონათვალს გაეცანით ბმულზე: https://tsc.edu.ge/geo-erasmus/