პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრმა, პროფესორმა პიოტრ გლინსკიმ საქართველო- პოლონეთის კულტურული ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს ნანა შარიქაძეს „Zasłużony Kulturze Gloria Artis” ვერცხლის მედალი გადასცა.
“ეს არის პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენი, რომელიც კულტურის სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებს გადაეცემათ. ქალბატონი შარიქაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელსაც ეს ჯილდო ერგო.” – აღნიშულია “პოლონეთის ინსტიტუტი თბილისში” ოფიციალურ გვერდზე