დადგენილება № 14/2022 – „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის, საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიისა და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ფონდებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 06 ნოემბერის No 76/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დადგენილება № 14/2022
თარიღი: 08 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე და 63-ე მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 29 ნოემბრის No 44/2021 დადგენილებით დამტკიცებული კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დებულების“ მე-3 მუხლის 3.2 და 3.3 პუნტებისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 08 აპრილის № 08 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 08),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის, საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიისა და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ფონდებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 06 ნოემბერის No 76/2020 დადგენილებაში:
ა) დადგენილების 1-ლი პუნქტი, ასევე დადგენილების 1-ლი პუნქტით დამტკიცებული დანართი #1 სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის გრიგოლ ჩხიკვაძის სახელობის ეთნომუსიკოლოგიის ლაბორატორიის, მანანა ანდრიაძის სახელობის საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიისა და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ფონდებით სარგებლობის წესი“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.1. წინამდებარე წესი არეგულიერებს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (შემდეგში თსკ) ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (შემდეგში ტმკსც), გრიგოლ ჩხიკვაძის სახელობის ეთნომუსიკოლოგიის ლაბორატორიის (შემდეგში ელ) და მანანა ანდრიაძის სახელობის საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიის (შემდგომში სმლ) ფონდებში დაცული მასალებით სარგებლობის წესს;
1.2. ზემოაღნიშნულ ფონდებში დაცული მასალები წარმოადგენს კონსერვატორიის სასწავლო, სამეცნიერო-შემოქმედებითი პროცესის უმნიშვნელოვანეს, განუყოფელ ნაწილს. მათ დაცვას უზრუნველყოფს თსკ;
1.3. წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობასა და კონსერვატორიის წესდებას.“
გ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის 2.2. პუნატი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.2. ელ-ის, სმლ-ის და ტმკსც-ის ფონდებში დაცული საარქივო რესურსებია – საექსპედიციო და სხვ. კოლექციები, დედნები, ასლები და ციფრული ვერსიები:“
დ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის 3.1.7. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.1.7. გამომცემელი ვალდებულია დაიცვას თსკ-ს საავტორო უფლებები და წყაროს მითითების წესი, რომელიც რეგულირდება წინამდებარე დოკუმენტის 3.5. მუხლით;“
ე) გასწორდეს ტექნიკური უზუსტობა დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის ნუმერაციაში, 3.6.6. და 3.6.7 ქვეპუნტების ნაცვლად მიეთითოს შემდეგი ნუმერაცია: „3.5.6“ და „3.5.7“.
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, No64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე