გამარჯვებულები გამოავლინა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა შემდეგი შემადგენლობით:
თავჯდომარე – ილიაუნის ასოც.პროფ. თამაზ გაბისონია
მდივანი-თსკ ასოც.პროფ. მაია სიგუა
წევრები- თსკ ასოც. პროფ. გვანცა ღვინჯილია
თსკ ასოც.პროფ. მაია ტაბლიაშვილი
თსკ მოწვეული მასწავლებელი-ქეთევან ჭიტაძე
- საუკეთესო კრიტიკული წერილი (ესსე, რეცენზია, სტატია, ინტერვიუ და სხვ.) – მარიამ ჭეიშვილი(სამაგისტრო პროგრამა ,,მუსიკისმცოდნეობა”, ხელმძღვანელი პროფ. მარინა ქავთარაძე).
- საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო სამეცნიერო ნაშრომი – ანა სტროგანოვა (საბაკალავრო პროგრამა ,,მუსიკის თეორია,” ხელმძღვანელი ასოც.პროფ. მარიკა ნადარეიშვილი).
- სამუსიკისმცოდნეო კრიტიკულ და/ან სამეცნიერო სფეროში აქტიური მონაწილეობისათვის – ირაკლი არეშიძე (საბაკალავრო პროგრამა ,,კომპოზიცია”, ხელმძღვანელი მუსიკის ისტორიის სპეც.კურსში პროფ. მარინა ქავთარაძე).
ჟიურის სპეციალური დიპლომი გადაეცა ირინა დუმბაძეს (სამაგისტრო პროგრამა ,,მუსიკისმცოდნეობა,” ხელმძღვანელი პროფ. მარინა ქავთარაძე). ჟიური ასევე იძლევა რეკომენდაციას, კონკურსანტებს: თინათინ მაისურაძეს (საბაკალავრო პროგრამა ,,მუსიკის თეორია,” ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ბოლაშვილი) და ნინო ვეფხვაძეს (საბაკალავრო პროგრამა ,,მუსიკის თეორია”, ხელმძღვანელი ასოც.პროფ. მარიკა ნადარეიშვილი) გადაეცეთ სიგელები კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის. ვულოცავთ გამარჯვებულებსა და მათ პედაგოგებს.