8 ივლისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა კონსერვატორიის კურსდამთავრებულთა 2022 წლის გამოსაშვები ცერემონია.
აღსანიშნავია, რომ კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ საერთაშორისოდ აღიარებულ ქართველ მუსიკოსებს – ლექსო თორაძეს (გარდაცვალების შემდეგ), ლიზა ბათიაშვილს, თამაზ ყურაშვილსა და იანო ალიბეგაშვილს კონსერვატორიის საპატიო დოქტორის წოდება გადასცა.
ცერემონიას ესწრებოდნენ თამაზ ყურაშვილი და იანო ალიბეგაშვილი; მათ რექტორთან ერთად მიმართეს კურსდამთავრებულებს.
ღონისძიებაზე შესრულდა დავით თორაძის მუსიკა კინოფილმიდან “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, რომელიც კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.