კონსერვატორია აცხადებს შიდასაკონსერვატორიო საკომპოზიტორო სტუდენტურ კონკურსს. მონაწილეობის მიღება შეუძლია, როგორც კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის, ასევე საშემსრულებლო ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს.
საკონკურსო დოკუმენტები:
განცხადება მონაწილეობის შესახებ და საკონკურსო მასალა უნდა გამოიგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე compose-theory@tsc.edu.ge 2022 წლის 15 სექტემბრიდან 2022 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით
კონკურსი ტარდება შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო საფორტეპიანო ნაწარმოები, ხანგრძლივობა არაუმეტეს 5 წუთისა
- საუკეთესო ნაწარმოები დუეტისათვის, ა) ფორტეპიანოს და ვიოლინოს , ბ) ფორტეპიანოსა და ვიოლონჩელოსათვის, გ) ვიოლინოსა და ვიოლონჩელოსათვის – ხანგრძლივობა არაუმეტეს 7 წუთისა
- საუკეთესო ნაწარმოების ტრიოსათვის, ფორტეპიანოს, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოსათვის, ხანგრძლივობა არაუმეტეს 7 წუთისა
- საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია, ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წუთისა
მონაწილეს შეუძლია განაცხადის ერთდროულად რამდენიმე ნომინაციაში წარდგენა. გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო ჟიური. კონკურსის შედეგები გამოცხადდება განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.