დადგენილება № 23/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება № 23/2022
თარიღი: 21 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 19 სექტემბრის № 660 წარდგინების, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 06 სექტემბრის № 20 სხდომის ოქმის, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 21 სექტემებრის № 08 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი № 08),
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დებულების დებულების მე-7 მუხლის 7.3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „7.3. დეკანად შეიძლება აირჩეს კონსერვატორიის შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო”;
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64);
4. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი