დადგენილება № 46/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მასწავლებლის მომზადების 60–კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის 2022-2023 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 46/2022
თარიღი: 12 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2022 წლის 12 ოქტომბრის № 20 სხდომაზე პოზიციათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 20),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის 2022-2023 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი წარმოდგენილი დანართი №1-ის სახით;
2. დადგენილება გადაეგზავნოს სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე