დადგენილება № 04/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიისათვის მანანა დოიჯაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დადგენილება № 04/2023
თარიღი: 27 იანვარი, 2023 წელი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლებამოსილებიდან გამომდინარე და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის № 02 სხდომის ოქმის საფუძველზე
აკადემიური საბჭო ადგენს:
საქართველოში კლასიკური მუსიკალური ხელოვნების, მაღალი კლასის მუსიკალურ-კულტურული და საგანმანათლებლო სფეროს განვითარებასა და წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიას ეწოდოს მისი დამაარსებლის მანანა დოიჯაშვილის სახელი (თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია/თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარია;
დაევალოს კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ თოიძეს წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტიდან გამომდინარე, კონსერვატორიის არსებულ სტრუქტურაში, სამუსიკო სემინარიის ნაწილში შესაბამისი ცვლილების ასახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ყველა საჭირო ღონისძიებების გატარება.
დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე tsc.edu.ge
დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე