თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით 2023 წლის 28 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება კვლევის შედეგების წარდგენა და პანელური დისკუსია თემაზე „უმაღლესი სამუსიკო განათლების ევროპეიზაცია საქართველოში“.
დისკუსიაში მონაწილეობენ:
ნანა შარიქაძე, ასოც. პროფ., კონსერვატორიის რექტორი;
თამარ ბულია, ასოც. პროფ., კონსერვატორიის რექტორის მოადგილე;
მერი ჟვანია, ასოც. პროფ., აკადემიური საბჭოს წევრი; ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელი;
მანანა გოცირიძე, ასოც. პროფ., კლავიშებიანი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელი;
მაია სიგუა, ასოც. პროფ., სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი;
ივერი კეკენაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი.
ღონისძიება იმართება ევროპეიზაციის მნიშვნელობის გამოსაკვეთად კონსერვატორიაში და ამასთან, ამავე თემაზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაციისთვის.
დასწრება თავისუფალია და განსაკუთრებით რეკომენდებულია კონსერვატორიის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ✔➡ აუდიტორიას მიმართავს ევროპის კონსერვატორიების გაერთიანების პრეზიდენტი დებორა კელეჰერი, ამასთან კონსერვატორიის პარტნიორი სასწავლებლების რექტორები და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერენ ინტერნაციონალიზაციის გზაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს კონსერვატორიის ჩასაბერ საკრავთა ოქტეტი.