თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და სსიპ საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ცენტრის დაქვემდებარებაშია ევგენი მიქელაძეს სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი,სამხატვრო ხელმძრვანელი ნიკოლო რაჭველი.
მემორანდუმის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებით სფეროში სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის განხორციელების პროცესში კონსერვატორიის სტუდენტების აქტიურად ჩართვა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრის ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტუდენტების შემოქმედებითი განვითარებასა და ამ ორგანიზაციების მიერ კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტების წარმატებულად განხორციელებაში.