2023 წლის 14 თებერვალს საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ ანდრიუს კალინდრასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის ნანა შარიქაძის შეხვედრა შედგა.
მათ მიმოიხილეს თბილისის კონსერვატორიასა და ლიეტუვის უმაღლეს სამუსიკო სასწავლო დაწესებულებებს შორის არსებული მრავალფეროვანი ურთიერთოებები. კონსერვატორიას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიასთან. მათთან თანამშრომლობა ორმხრივი ხელშეკრულებით დაიწყო და გრძელდება პარტნიორობით Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
ბატონმა ანდრიუს კალინდრამ და ქალბტონმა ნანა შარიქაძემ ისაუბრეს სამომავლოდ მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ასევე განიხილეს უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2022 წლის 11 ნოემბერს ვილნიუსში ლიეტუვის ეროვნულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ჩატარებულ კონცერტს, რომელიც გაიმართა XVII საერთაშორისო ფესტივალის „Pokrov Bells” -ს ფარგლებში. შედგა გამოჩენილი ლიეტუველი კომპოზიტორის იევარას იასინსკის (Jievaras Jasinskis) ქართული ფოლკლორის საფუძველზე შექმნილი ნაწარმოების „Orero”-ს პრემიერა, რომლის მონაწილეც იყო კონსერვატორიის სტუდენტებით დაკომპლექტებული კ. ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.
ღონისძიება გაიმართა ლიეტუვის კულტურისსამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ლიეტუვისკულტურის საბჭოსა და ვილნიუსის მერიასთანარსებული ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის, ასევე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკისსაელჩოსა და ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოსსაელჩოს ხელშეწყობით.
2023 წლის 8 აპრილს დაგეგმილია ამავე ნაწარმოებისქართული პრემიერა კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის და საპასუხო ვიზიტზე მყოფი ლიეტუველი მუსიკოსების მონაწილეობით. ერთობლივად ასევე შესრულდება ლიეტუველი კომპოზიტორის ლეონას სომოვასის პიესაც “PERPETUUM”.