საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“ საშუალებას აძლევს სტუდენტებს საჭიროების შემთხვევაში მიიღონ ფსიქოლოგიური კონსულტაცია.
შეგიძლიათ მოგვმართოთ იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ დახმარება ან მხარდაჭერა. ეს შეიძლება იყოს:
კომუნიკაციის სირთულეები
ფსიქოლოგიური სირთულეები
აკადემიური სირთულეები
ქცევითი სირთულეები
გამოყენებული იქნება სხვადასხვა არტთერაპიული ტექნიკები.
არტთერაპიული მუშაობის დროს, ფსიქოლოგიური სირთულეების დასაძლევად
იყენებენ ნახატებს, ქანდაკებებსა და ვიზუალური ხელოვნების სხვა ფორმებს. მისი დახმარებით ადამიანები შემოქმედებითი გზით, სიმბოლურად გამოხატავენ და აცნობიერებენ თავიანთ ემოციებს. ნამუშევრების შექმნის პროცესი სტუდენტებს დაეხმარება განსხვავებული გზით გამოხატონ საკუთარი თავი.
* თერაპიის ეს მიმართულება ეფექტურია ნებისმიერი ასაკისა და სირთულის მქონე
ადამიანისთვის. ის ეხმარება მათ გაუმკლავდნენ ისეთ სირთულეებს როგორიცაა:
განწყობის ცვლილებები
თვითშეფასების სირთულეები
მოტივაციის ნაკლებობა
კომუნიკაციის სირთულეები
შფოთვა
დეპრესია
ემოციების გამოხატვის სირთულე
პროფესიული გადაწვა
სტრესი
* საჭიროების შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ფსიქოლოგს ელ-ფოსტის ან მობილურის დახმარებით.
ელ-ფოსტა: ekaburjanadze2022@gmail.com
მობილური: 574156231
ფსიქოლოგი კონსერვატორიაში იქნება : ორშაბათი და ხუთშაბათი 12:00 – 16:00
საათამდე.