დადგენილება № 37/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 06 სექტემბრის № 01 ოქმით დამტკიცებულ დადგენილება – „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დადგენილება № 37/2022
თარიღი: 05 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2022 წლის 05 სექტემბრის № 17 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 17),
აკადემიური საბჭო ადგენს:
შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 06 სექტემბრის № 01 ოქმით დამტკიცებულ დადგენილებაში:
ა) დოკუმენტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები“;
ბ) 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეკანად შეიძლება აირჩეს კონსერვატორიის შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.“;
გ) 1-ლი მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირი განცხადებით მიმართავს საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება.“;
დ) 1-ლი მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;
ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
ე) ამოღებული იქნას 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტი;
ვ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დეკანის არჩევა ხორციელდება ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრის საფუძველზე; თუ ფაკულტეტის დეკანი არის დეკანობის კანდიდატი, მას არ აქვს სხდომის თავმჯდომარეობის უფლება და ფაკულტეტის საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის დაწყებამდე ირჩევს ფაკულტეტის საბჭო“;
ზ) მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კენჭისყრა დეკანის ასარჩევად ტარდება 14.00-დან 17.00 სთ-მდე ფაკულტეტის მიერ გამოცხადებულ არჩევნების დღეს“;
თ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. დეკანის არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. დეკანის თანამდებობაზე აირჩევა კანდიდატი, რომელსაც ხმას მისცემს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა“;
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე