დადგენილება № 44/2022 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს სხდომის მდივნის არჩევის შესახებ
დადგენილება № 44/2022
თარიღი: 30 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-9 მუხლის მე-4, მე-5, მე-9, მე-13 პუნქტების და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 30 სექტემბერის N 19 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს სხდომების მდივნად აიჩეულ იქნას ნინი ქუთელია;
2.ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმისწარმოების სამსახურს;
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, No 64).
5.დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემური საბჭოს წევრი