დადგენილება – N50/2023 „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს დადგენილებაში (05.12.2019 წლის ოქმი #10) ცვლილებების შეტანის თაობაზე
დადგენილება N: 50/2023
თარიღი: 28 ივლისი 2023 წ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის N1/4/1691 განმწესრიგებელი სხდომის განჩინებისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის №16 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ კონსერვატორიის აკადემიურისაბჭოსდადგენილებაში:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობები“;
ბ) ამოღებული იქნეს აღნიშნული წესის „მუხლი 1. ზოგადი დებულებები“;
გ) წინამდებარე წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. წესის ამოქმედება
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობები ამოქმედდეს აკადემიური საბჭოს მიერ მიღებისთანავე“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიისსაქმეთაწარმოებისსამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლისხეივანი,№64).
4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე