დადგენილება № 80/2020 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საშემსრულებლო და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტებზე სტუდენტთა მისაღები ადგილების გამოცხადების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 80/2020
10 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის
პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 41),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საშემსრულებლო და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტებზე სტუდენტთა მისაღები ადგილების გამოცხადების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი წარმოდგენილი დანართი № 1-ის სახით;
2. დადგენილება გადაეგზავნოს სასწავლო დეპარტამენტს, საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საერთაშორისო
ურთიერთობათა დეპარტამენტს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე