ენის ტესტირება გაიმართება 2023 წლის 5 ოქტომბერს 10:00 საათზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11, თბილისი). ტესტრირების ხანგრძლივობაა 3 საათი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/
ენის ტესტირებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
ტესტირებაში 35-დან 70 ქულის ჩათვლით მიღების შემთხვევაში თსკ უზრუნველყოფს პარტნიორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
ენის ტესტის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ მბულზე:https://www.tsu.ge/ka/
შედეგები გამოიგზავნება კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში და მეილიდან ir.office@tsc.edu.ge ინდივიდუალურად მიიღებთ გამოცდიდან დაახლოებით 10 სამუშაო დღის შემდეგ.
გამოცდაზე რეგისტრაცია აუცილებელია ყველა სტუდენტისთვის, რომელიც 2023-2024 სასწავლო წელს აპირებს მობილობას.
ენის ტესტირების გავლა არ არის აუცილებელი შემდეგი სტუდენტებისთვის:
1. პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი ენის შესაბამის დონეზე ფლობის სერტიფიკატი (ინგლისურის შემთხვევაში მხოლოდ: TOEFL, IELTS, Pearson PTE Academic, Cambridge ESOL)
2. სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობდნენ უცხოურ უნივერსიტეტებში და მოგროვებული აქვთ მინიმუმ 30 კრედიტი.
3. სტუდენტები, რომლებსაც წინა წლებში აქვთ ჩაბარებული თსუ-ს მიერ ორგანიზებული ენის ტესტირება და გადალახული აქვთ B2 დონის ფლობის ბარიერი, 71 ქულა.
2023-24 სემესტრის მობილობებისთვის შემდეგ სასწავლებლებში შეგეძლებათ საბუთების გაგზავნა:
– ანტონიო ბუცოლას სახელობის კონსერვატორია, ადრია, იტალია (როგორც სწავლისთვის ყველა სპეციალობის სტუდენტებს, ისე პიანისტებს სტაჟირებისთვის);
– მალმოს მუსიკის აკადემია, შვედეთი (ყველა სპეციალობა, MA, BA);
– Conservatorio di Musica “Stanislao Giacomantonio” – კოზენცას კონსერვატორია – იტალია (ყველა სპეციალობა, BA, MA);
– ლატვიის მუსიკის აკადემია, რიგა (ყველა სპეციალობა, ყველა საფეხური);
– ესტონეთის მუსიკის აკადემია, ტალინი (ყველა სპეციალობა, ყველა საფეხური);
– ნორვეგიის მუსიკის აკადემია, ოსლო (ყველა სპეციალობა, ყველა საფეხური);
– კრაკოვის მუსიკის აკადემია, პოლონეთი (ყველა სპეციალობა, ყველა საფეხური);
– გდანსკის მუსიკის აკადემია, პოლონეთი (ყველა სპეციალობა, ყველა საფეხური);
– ვროცლავის მუსიკის აკადემია, პოლონეთი (ყველა სპეციალობა, ყველა საფეხური);
– რომის სენტ ლუისის კოლეჯი, იტალია (კომპოზიცია, ჯაზი, ტექნოლოგია – ყველა საფეხური);
– ლიეტუვას მუსიკის და თეატრის აკადემია, ვილნიუსი (ყველა სპეციალობა, ყველა საფეხური, გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა);
– პარმას კონსერვატორია, იტალია (BA, MA, ყველა სპეციალობა);
– მილანის კონსერვატორია (ყველა სპეციალობა, BA, MA)
– გრიგის აკადემია, ბერგენი, ნორვეგია (ყველა სპეციალობა, ყველა საფეხური)
ამ ეტაპზე სხვა სასწავლებლებში მიღება არ იქნება.
ამ და სხვა დეტალების გასავლელად ჩატარდება ყოველსემესტრული საინფორმაციო
შეხვედრა გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის გამოყენებით. ბმული: https://lu-se.zoom.us/
Meeting ID: 624 0179 7943,