2024 წლის 13 თებერვალს კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში თითოეული ფაკულტეტიდან და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრიდან დამატებით წარმომადგენლის ასარჩევად აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა.
არჩევნების შედეგი:
* საშემსრულებლო ფაკულტეტი – 1 (ერთი) წევრი – თეიმურაზ გუგუშვილი;
* კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი – 1 (ერთი) წევრი – ლეილა მარუაშვილი;
* ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი – 1 (ერთი) წევრი – რუსუდან წურწუმია.
იხილეთ: აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების შემაჯამებელი ოქმი
და განკარგულება N 3 სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ.