გამოცხადდა კონკურსი კონსერვატორიის დამოუკიდებელი ს
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორის კანდიდატურის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ;
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორს, კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის – ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დებულების შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოს.
2. დირექტორობის კანდიდატად შეიძლება შერჩეული იქნეს და დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ცენტრის დებულებით მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებულია კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის N08/2024 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს #6; 21.02.2024 წ დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტით.
3. დირექტორობის კანდიდატად შესარჩევ პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები. კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა.
4. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს სამეცნიერო დაწესებულების ან სამეცნიერო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის მართვის ან საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის ან სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელ სტრუქტურებში მუშაობის ან ასეთი ორგანიზაციების ან სტრუქტურების მენეჯმენტთან ურთიერთობის გამოცდილება;
5. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის
ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV), სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად;
დ) ორი ფოტოსურათი (3X4);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ვ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი/ სხვ.);
ზ) სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (“უმაღლესი განათლების შესახებ” 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც
იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ი) ცენტრის დებულებიდან გამომდინარე, ცენტრის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრისა და ფუნქციების შესრულების, აგრეთვე ცენტრის შემდგომი განვითარების მისეული ხედვა.
6. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 12 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტების მიღება
იწარმოებს 2024 წლის 19 აპრილიდან 2024 წლის 24 აპრილის ჩათვლით (კვირის გარდა),
10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. №8-10, ოთახი № 216, ან კანდიდატებს სარეგისტრაციო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია შეუძლიათ გამოგზავნონ ელ.ფოსტაზე: konkursi@tsc.edu.ge