სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები გაიმართება 2025 წლის 27 ოქტომბერს.
კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2025 წლის 17 ოქტომბერს 10:00 საათზე დაიწყო და 2025 წლის 22 ოქტომბერს 18:00 საათზე (5 სამუშაო დღე) დასრულდა.
რეგისტრირებული კანდიდატი: რუსუდან თაბაგარი – ასოცირებული პროფესორი.
კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდება 27 ოქტომბერს, 14:00 საათიდან – 17:00 საათამდე, კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. №8-10, ოთახი #307 (კამერული დარბაზი);
ფაკულტეტის დეკანს (კონსერვატორიის შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ფაკულტეტის საბჭო, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.