სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს არჩევნებს საშემრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე საბჭოს წევრების შესარჩევად.
საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალმა უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადი 2026 წლის 16 მარტიდან 2026 წლის 23 მარტის ჩათვლით. შესაძლებელია განცხადების წარდგენა დასკანერებული სახით ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე kantselaria@tsc.edu.ge ან მატერიალური სახით კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურში, 10.00დან 18.00 საათამდე (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, კვირის გარდა).
საშემსრულებლო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი მიმართულების (იხ. დანართი 2) სხდომაზე ღია კენჭისყრით, 2026 წლის 25 მარტს.
ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს შესაბამისი მიმართულების პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი;
ვაკანტური ადგილები/კვოტები და 25 მარტს არჩევნების ჩატარების დრო, აუდიტორია:
12:00 სთ. – 425 აუდიტორია – სპეც. ფორტეპიანო – 1 (ერთი);
13:00 სთ. – 425 აუდიტორია – სოლო აკადემიური სიმღერა – 1 (ერთი).
შესვენება- 14:00-15:00 სთ.
15:00 სთ.- 425 აუდიტორია – საორკესტრო სიმებიანი საკრავები – 1 (ერთი);
16:00 სთ.- 425 აუდიტორია – საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები – 2 (ორი);
იხ.ბრძანება