თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მიღება ხორციელდება შემდეგ პროგრამებზე:
🎼 „საშემსრულებლო ხელოვნება“:
• კლავიშიანი საკრავები (ფორტეპიანო);
• სოლო აკადემიური სიმღერა;
• საორკესტრო სიმებიანი საკრავები — ვიოლინო, ალტი;
• საორკესტრო ჩასაბერი საკრავები — ფლეიტა, კლარნეტი;
🎼 „კომპოზიცია“;
🎧 „მუსიკის ტექნოლოგია“.
აღნიშნულ პროგრამებს 2025 წლის 31 მარტს საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა სააკრედიტაციო სააგენტო MusiQuE-ის (Music Quality Enhancement) – მიერ.
📧 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი — ir.office@tsc.edu.ge