გაეცანით 2026 წლის 24 აპრილს გამოცხადებული შიდასაკონსერვატორიო სტუდენტური მუსიკოლოგიური კონკურსის შედეგებს:
1. ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკოლოგიური სამეცნიერო ნაშრომი“:
– პირველი პრემია მიენიჭოს ნინო თავაძეს ნაშრომისათვის „ღვთისმშობლის დატირების კანონი ქართულ ტრადიციაში (მუსიკალურ-ლიტურგიკული ასპექტები)“;
2. ნომინაციაში „საუკეთესო ნაშრომი მუსიკალურ ჟურნალისტიკაში“:
– პირველი პრემია არ გაიცეს;
– მეორე პრემია მიენიჭოს ელენე ბუიშვილს ნაშრომისათვის „შეხვედრა კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილთან და ოპერა “ევას” პრემიერა“;
3. ნომინაციაში „საუკეთესო კრიტიკული ნამუშევარი“:
– პირველი პრემია მიენიჭოს ელენე ბუიშვილს ნაშრომისათვის „შალვა მშველიძის საიუბილეო კონცერტი: ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა თანამედროვე საზოგადოებრივ-სოციალურ კონტექსტში“.