ისტორია:
საოპერო მომზადების კათედრა ჩამოყალიბდა 1952 წელს კონსერვატორიის საოპერო კლასის ბაზაზე. კათედრას სათავეში ედგნენ გ. კილაძე, ზ.ხუროძე, ნ.ჯაფარიძე.
სხვადასხვა წლებში კათედრაზე პედაგოგებად მიწვეულნი იყვნენ შ. თაქთაქიშვილი, შ. აღსაბაძე, მ. ბახტაძე, დ.მირცხულავა, ი. გოკიელი, ნ. ჭიაურელი.
საოპერო მომზადების კათედრაზე სასცენო ხელოვნების შესწავლის მიზნით, სტუდენტები ეუფლებიან შემდეგსპეციალობებს: სამსახიობო ოსტატობა და სასცენო მოძრაობის საფუძვლები, გრიმი, მეტყველების კულტურა, რიტმიკა, ცეკვა, საოპერო კლასი.
მიმართულების ხელმძღვანელი – პროფ. ზაზა აზმაიფარაშვილი