მუსიკის ისტორიის კათედრა დაარსდა 1937 წელს (კათედრის გამგე პროფ. ლადო დონაძე). სხვადასხვა წლებში მუსიკის ისტორიის კათედრაზე მოღვაწეობდნენ: ლ.დონაძე, პ.ხუჭუა, ე.ძიძაძე, ტ.ელაძე, გ.ორჯონიკიძე, ა.წულუკიძე, თ.ხუროშვილი, თ.კვირიკაძე, ლ.დოლიძე, მ.იაშვილი, ე.ბალანჩივაძე და სხვ. კათედრას უძღვებოდნენ პროფესორები: გ.ტორაძე, ნ.ქავთარაძე, ლ.გოგუა.
კონსერვატორიის კურსდამთავრებულები ნაყოფიერად მოღვაწეობენ სამუსიკო განათლების ყველა რგოლში, მასმედიაში, გამომცემლობებსა და კულტურის სხვადასხვა დაწესებულებაში.
მიმართულების ხელმძღვანელი – პროფ. მარინა ქავთარაძე