თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორის სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტი წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ფაკულტეტების მიხედვით ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების გზით არჩეულ სტუდენტთა ერთობლიობას.
სტუდენტური თვითმმართველობა შედგება პარლამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი აპარატისგან.
აპარატი წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 8 პარლამენტის წევრისაგან. თვითმმართველობის საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის პრეზიდენტი.
ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. სტუდენტური თვითმმართველობის ძირითადი მიზანია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზების გზით, სტუდენტების სწავლის და სწავლების დონის ამაღლებაზე ზრუნვა.
2. დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების ინტერესები კონსერვატორიის მართვის ორგანოებთან ურთიერთობაში;
3. ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებებისა და თავისუფლების, მათი კანონიერი ინტერესების დაცვაში, განმტკიცებასა და პრაქტიკულ რეალიზებაში;
4. დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში და თვითრეალიზებაში, სწავლის პერიოდში, პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებაში და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში; კონსერვატორიის ადმინისტრაციას სასწავლო პროცესის დახვეწაში;
5. ხელი შეუწყოს კონსერვატორიის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრები:
სტუდენტური გაერთიანების მიმდინარე შემადგენლობა:
სოლო აკადემიური სიმღერა:
1. ელისაბედ ჩხეიძე
2. ქეთა კარდენახიშვილი
აკადემიური გუნდის დირიჟორობა:
1. სალომე ხუციანი
2. თეიმურაზ ასათიანი
კლავიშიანი საკრავები:
1. ნინო ჯავახიძე
2. მარიამ სარჯველაძე
3. ქეთევან გუგუშვილი
საორკესტრო სიმებიანი საკრავები:
1. თორნიკე მკურნალიძე
ჯაზის ხელოვნება:
1. მარიამ უსანეთაშვილი
კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი:
პროგრამა „კომპოზიცია“
1. სანდრო წიქორიძე
2. ბეგი ნიკოლეიშვილი
პროგრამა „მუსიკისმცოდნეობა“
1. ელენე ელიოზიშვილი
პროგრამა „მუსიკის ტექნოლოგია“
1. მარია ლისენკო (უფლებამონაცვლე)
კონსერვატორიის სტუდენტური გაერთიანების თავმჯდომარე დარჩნილი
უფლებამოსილების ვადით – ელენე ელიოზიშვილი.
იხ. სტუდენტური თვითმართველობის დებულება
კონტაქტი:
ოთახი: 215
email: students-union@tsc.edu.ge