დადგენილება №46/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის (არაფინანსური აქტივების მუხლში დიდი საკონცერტო დარბაზის სავენტილაციო სისტემის მოწყობისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე) და დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოზე წარდგენის შესახებ
დადგენილება №46/2021
თარიღი: 23 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 23 აპრილის №17 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 17),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება (არაფინანსური აქტივების მუხლში დიდი საკონცერტო დარბაზის სავენტილაციო სისტემის მოწყობისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე) (დანართი № 1)
2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეგზავნოს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს;}
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე