დადგენილება №56/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობის დაკავების საკონკურსო ვადების განსაზღვრის შესახებ
დადგენილება №56/2021
თარიღი: 17.05.2021
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ მე-3 მუხლისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის №22 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის ბრძანებით გამოსაცხადებელი აკადემიური თანამდებობის დაკავების კონკურსის დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2021 წლის 2 აგვისტოსი.
2. კონკურსის ჩატარების კონკრეტული ვადები განისაზღვროს კონსერვატორიის რექტორის ბრძანებით.
3. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონსერვატორიის რექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებაში აღინიშნოს კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
4. კონკურსის ჩატარების სხვა აუცილებელი ვადები განისაზღვროს რექტორის ბრძანებით. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საკონკურსო ვადა სრულდება კონსერვატორიისათვის არასამუშაო ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეს, კონკრეტული საკონკურსო ვადის დასრულების დღედ ჩაითვალოს მომდევნო სამუშაო დღე.
5.აკადემიური თანამდებობის დაკავების საკონკურსო პირობები და ვადები გამოქვეყნდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე და კონსერვატორიის ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებად პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე;
6. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეგზავნოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს;
7.დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს;
8. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.tsc.edu.ge.
9. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
10. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე