დადგენილება № 70/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წელს გარე და შიდა მობილობის მისაღები ადგილების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №70/2021 თარიღი: 18 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18 ივნისის №27 სხდომაზე პოზიციათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 27),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წელს გარე და შიდა მობილობის მისაღები ადგილების რაოდენობა შემდეგი სახით:
1.1. საბაკალავრო პროგრამის ,,მუსიკა და დღევანდელობა” კონცენტრაციაზე (სპეციალობაზე) ,,მუსიკის ტექნოლოგია” გამოცხადდეს 7 შიდა და 3 გარე მობილობის ადგილი;
1.2. საბაკალავრო პროგრამაზე ,,კომპოზიცია” გამოცხადდეს 1 შიდა და 0 გარე მობილობის ადგილი;
1.3. საბაკალავრო პროგრამაზე ,,მუსიკის თეორიის” პროგრამაზე გამოცხადდეს 0 შიდა და 0 გარე მობილობის ადგილი.
2. დადგენილება დაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, სასწავლო დეპარტამენტს, ფაკულტეტის მიმართულებათა ხელძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს; 3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე