დადგენილება № 73/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებთანგასაუბრების თარიღისა და ფორმატის განსაზღვრის შესახებ
დადგენილება N 73/2021
თარიღი: 24 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ემუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 28 მაისის № 61/2021 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N 1-ის მე-4 პუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 24 ივნისის N 28 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 28),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებთან გასაუბრების თარიღად განისაზღვროს 2021 წლის 28 ივნისი;
2. გასაუბრება რეგისტრირებულ კანდიდატებთან ჩატარდეს შემდეგი გრაფიკით:
2.1. ვლადიმერ კირვალიძე – 28 ივნისი, 10:00 საათი;
2.2. ქეთევან იაშვილი – 28 ივნისი, 10:30 საათი;
3. გასაუბრება ჩატარდეს დისტანციური ფორმატით თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით;
4. გასაუბრების თარიღისა და ფორმატის შესახებ ეცნობოთ რეგისტრირებულ კანდიდატებს – ვლადიმერ კირვალიძეს და ქეთევან იაშვილს;
5. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N 6).
7. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე