დადგენილება №91/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიის, მუსიკისისტორიისა და ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებებზე ასოცირებულიპროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
დადგენილება № 91/2021
თარიღი: 20 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლისპირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ემუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებითდამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობისსახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიისაკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის #55/2021 დადგენილების – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილისსახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსისჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ (დამტკიცებულია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2021 წლის 20 მაისის № 18/2021 დადგენილებით), „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიის, მუსიკის ისტორიისა დაქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებებზე ასოცირებული პროფესორების სამსახურშიმისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კონსერვატორიის რექტორის 2021 წლის 21 მაისის #02-61-Rბრძანების, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა დამუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიის, მუსიკის ისტორიისა და ქართული ხალხური მუსიკალურიშემოქმედების მიმართულებებზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლადშექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2021 წლის 24 ივნისის #74/2021 წ. და 2021 წლის30 ივნისის #81/2021 დადგენილებები) გადაწყვეტილების (წერილი № 873/24, 20.07.2021) და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 20 ივლისის № 35 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 35),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმები და მიღებულიგადაწყვეტილებების საფუძველზე სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიის, მუსიკის ისტორიისა დაქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებებზე აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა. მუსიკის ისტორიის მიმართულებაზე
ა.ა) მაია სიგუა – ასოცირებული პროფესორი
ა.ბ) გვანცა ღვინჯილია – ასოცირებული პროფესორი
ა.გ) ნანა შარიქაძე – ასოცირებული პროფესორი
ბ. მუსიკის თეორიის მიმართულებაზე
ბ.ა) მარიკა ნადარეიშვილი – ასოცირებული პროფესორი
ბ.ბ) ეკატერინე ონიანი – ასოცირებული პროფესორი
ბ.გ) მაია ტაბლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
ბ.დ) თამარ ჩხეიძე – ასოცირებული პროფესორი
გ. ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებაზე
გ.ა) ოთარ კაპანაძე – ასოცირებული პროფესორი
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს კონსერვატორიის ადამიანური რესურსების მართვისსამსახურს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესითგაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთაწარმოების სამსახურს.
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე