დადგენილება Nº96/2021 – ,,სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის Nº55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დადგენილება No 96/2021
თარიღი: 26 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის No 38 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი No 38),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის No55/2021 დადგენილებაში:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული No1 დანართის მე-2 მუხლის ბოლოს არსებული შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ- პროფესორი) დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილის აკადემიური ხარისხი (გარდა საოპერო მომზადებისა და ჯაზის მიმართულებებისა) და პროფესიული გამოცდილება უნდა შეესაბამებოდეს განაცხადში მითითებულ საკონკურსო მიმართულებას“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული No1 დანართის მე-7 მუხლის 7.1.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს რედაქციით:
7.1.3. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში ყველა საშემსრულებლო სპეციალობით (გარდა აკადემიური გუნდის დირიჟორობისა და საოპერო მომზადებისა) კონკურსანტი ფასდება ორ ეტაპად:
– კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი კონცერტით (პროგრამა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და მოთხოვნების შესაბამისად)
– გაკვეთილით და გასაუბრებით (გასაუბრება ტარდება გაკვეთილის და ანკეტაში წარმოდგენილი ინფორმაციის ირგვლივ);
აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობით კონკურსანტი ფასდება ორ ეტაპად:
– გუნდთან მუშაობით;
– სტუდენტთან გაკვეთილი და გასაუბრებით;
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში საოპერო მომზადების მიმართულების დირიჟორის სპეციალობით კონკურსანტი ფასდება ორ ეტაპად: -კონცერტის ან/და რეპეტიციის ვიდეო ან/და live stream ჩანაწერით
-სტუდენტთან გაკვეთილი და გასაუბრებით;
ა) ჩასატარებელი კონცერტის პროგრამის ხანგრძლივობა და ზოგადი მოთხოვნები სპეციალობების მიხედვით (გარდა აკადემიური გუნდის დირიჟორობისა და საოპერო მომზადების მიმართულებისა):
*კლავიშიანი საკრავები: პროგრამის ხანგრძლივობა – 40-45 წუთი. პროგრამა უნდა შეცავდეს სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებებს, რომელთაგან ერთი უნდა იყოს პოლიფონიური ფორმა;
* სავალდებულო ფორტეპიანო: პროგრამის ხანგრძლივობა 30 – 40 წუთი. პროგრამა უნდა შეიცავდეს დიდი და მცირე ფორმის ნაწარმოებებს;
* სიმებიანისაკრავები: პროგრამის ხანგრძლივობა 20-30 წუთი. პროგრამა უნდა შეიცავდეს განსხვავებული ეპოქის და ჟანრის ნაწამოებებს (შეიძლება იყოს სოლო, დუეტი, ტრიო), რომელთაგან ერთი უნდა იყოს ბაროკოს ეპოქიდან;
* ჩასაბერი საკრავები: პროგრამის ხანგრძლივობა 20-30 წთ. პროგრამა უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებს (შეიძლება იყოს სოლო, დუეტი, ტრიო, კვინტეტი), რომელთაგანაც ერთი იქნება ვირტუოზული პიესა.
* კამერული ანსამბლი და კვარტეტი: პროგრამის ხანგრძლივობა სიმებიანი, ხის და ლითონის ჩასაბერი საკრავების შემთხვევაში შეადგენს 30 – 40 წუთს. პროგრამა უნდა შეიცავდეს კლასიციზმის, რომანტიზმის და XX-XXI საუკუნეების ნაწარმოებებს;
* საკონცერტმაისტერო: პროგრამის ხანგრძლივობა 30-40 წუთი. პროგრამა უნდა შეიცავდეს ბაროკოს ეპოქის ან კლასიკური ეპოქის გავრცობილ არიას/XIX-XX სს საოპერო ნაწყვეტს/გავრცობილი არიას/ვოკალურ ციკლს/რომანსებს/Lied/ვირტუოზულ საკრავიერ პიესას.
* ჯაზი: პროგრამის ხანგრძლივობა 20-30 წთ; პროგრამა უნდა შეიცავდეს სოლო, ან ნებისმიერ შემადგენლობის ჯაზ ანსამბლის რეპერტუარს;
* აკადემიური სიმღერა: პროგრამის ხანგრძლივობა 30 – 40 წუთი. პროგრამა უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ეპოქის საოპერო და კამერულ ნაწარმოებებს: ბაროკოს არია, ერთი იტალიური გავრცობილი არია, ერთი არია კონკურსანტის არჩევით ეპოქის, სტილის და საკომპოზიტორო სკოლის მიუედავად, არია ქართული ოპერიდან, ერთი ლიდი(Lied), სამი რომანსი(შემსრულებლის არჩევით)
კონკურსანტების შეფასება ხდება სიტყვიერად: „დიახ“ (გამსვლელი), „არა“ ( არ გამსვლელი);
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი ფასდება ცალკე, ხოლო გაკვეთილი და გასაუბრება ერთად.
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის არ გამსვლელი შეფასების („არა“) შემთხვევაში კონკურსანტი არ დაიშვება შემდეგ ეტაპზე;
აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობით გუნდთან მუშაობა ტარდება:
– კონსერვატორიის მიერ ორგანიზებულ მცირე შემადგენლობის გუნდთან;
– კონკურსანტისთვის უცნობ a cappella ერთ ნაწარმოებზე, რომლის მომზადებისთვის კონკურსანტს ეძლევა არაუმეტეს 30 წუთისა;
– გუნდთან მუშაობის ხანგრძლივობა 45 წუთი;
გუნდთან მუშაობის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
– ნაწარმოების არსში წვდომის უნარი და შინაარსის მუსიკალური ინტერპრეტაცია, მეთოდოლოგიური შესაბამისობა, მასალის დემონსტრირება; გადმოცემის ლოგიკურობა/არგუმენტულობა; ვოკალურ-საგუნდო ტექნიკაზე მუშაობა;
– გაკვეთილის დროის რაციონალური გამოყენება;
– თეორიის და პრაქტიკის ორგანული კავშირი; – გუნდთან კომუნიკაცია, უკუკავშირი;
– კოგნიტური და კომუნიკაციური უნარები;
კონკურსანტების შეფასება ხდება სიტყვიერად: „დიახ“ (გამსვლელი), „არა“ ( არ გამსვლელი)
კონკურსანტის მიერ გუნდთან მუშაობა ფასდება ცალკე, ხოლო გაკვეთილი და გასაუბრება ერთად.
კონკურსანტის მიერ გუნდთან მუშობის არ გამსვლელი შეფასების („არა“) შემთხვევაში კონკურსანტი არ დაიშვება შემდეგ ეტაპზე;
საოპერო მომზადების მიმართულების დირიჟორის სპეციალობით წარმოსადგენი ვიდეო ჩანაწერის ზოგადი მოთხოვნები:
– კონკურსანტი ვალდებულია დოკუმენტაციასთან ერთად შემოიტანოს კონცერტის ან/და რეპეტიციის ვიდეო ან/და live stream ჩანაწერი.
– კონკურსანტის შეფასება განხორციელდება ვიდეო ჩანაწერის საფუძველზე.
– კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 4 წელიწადში გაკეთებული კონცერტის ან/და რეპეტიციის ან/და live stream ვიდეო ჩანაწერი.
– ჩანაწერი უნდა იძლეოდეს კონკურსანტის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
*საოპერო მომზადება: პროგრამის ხანგრძლივობა 20-30 წთ. კონკურსანტმა დირიჟორმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 4 წელიწადში გაკეთებული ვიდეო ჩანაწერი, სადაც იგი დირიჟორობს სიმფონიურ ან საოპერო ნაწარმოებს;
კონკურსანტების შეფასება ხდება სიტყვიერად: „დიახ“ (გამსვლელი), „არა“ ( არ გამსვლელი).
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი ფასდება ცალკე, ხოლო გაკვეთილი და გასაუბრება ერთად.
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის არ გამსვლელი შეფასების („არა“) შემთხვევაში კონკურსანტი არ დაიშვება შემდეგ ეტაპზე;
ბ) გაკვეთილი ყველა საშემსრულებლო სპეციალობებით ტარდება:
– მიმართულების მაპროფილებელ სპეციალობაში
– ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთან, რომელიც არ ირიცხება/ოდა კონკურსანტის კლასში (გარდა იმ სპეციალობებისა, სადაც აღნიშნული პრინციპის დაცვა შეუძლებელია);
– ნაწარმოებზე, რომლის მომზადებისთვის კონკურსანტს ეძლევა არაუმეტეს 30 წუთისა.
– კონსერვატორიის მიერ შერჩეულ სტუდენტთან/ებთან
– გაკვეთილის ხანგრძლივობა 30-50 წთ-მდე
– გაკვეთილი ტარდება 1 ნაწარმოებზე
ჩასატარებელი გაკვეთილის მოთხოვნები სპეციალობების მიხედვით:
*სოლო სიმღერის სპეცილობით გაკვეთილი ტარდება საოპერო არიის (განურჩევლად ეპოქის, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლისა) მაგალითზე;
*კამერული სიმღერის სპეციალობით გაკვეთილი ტარდება კამერულ-ვოკალური ჟანრის (Lied, რომანსი და სხვ) მაგალითზე;
* საოპერო მომზადების სპეცილობით გაკვეთილი/რეპეტიცია ტარდება დირიჟორის მიერ დუეტის/ტერცეტის/განვითარებული საოპერო სცენის/არიის მაგალითზე;
* სოლო საფორტეპიანო სპეციალობაზე გაკვეთილი ტარდება პოლიფონიური ფორმის/მსხვილი/მცირე/ციკლური ფორმის (განურჩევლად ეპოქის, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლისა) მაგალითზე;
* საორკესტრო სიმებიანი საკრავების სპეცილობით გაკვეთილი ტარდება პოლიფონიური ფორმის, მსხვილი, მცირე, ციკლური ფორმის (განურჩევლად ეპოქის, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლისა) მაგალითზე;
* საორკესტრო ჩასაბერი საკრავების სპეციალობით გაკვეთილი ტარდება მცირე ფორმის/პოლიფონიური ფორმის/მსხვილი/ციკლური ფორმის (განურჩევლად ეპოქის, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლისა) მაგალითზე;
* აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეცილობით გაკვეთილი ტარდება: a cappella ნაწარმოებზე;
* კამერული ანსამბლის და კვარტეტის სპეცილობით გაკვეთილი ტარდება სიმებიანი ან ჩასაბერი ან შერეული შემადგენლობის ანსამბლთან (დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი და სხვ)
* საკონცერტმაისტერო სპეციალობით გაკვეთილი ტარდება ვირტუოზული საკრავიერი პიესის/ბაროკოს ეპოქის/კლასიკური გავრცობილი არიის/XIX-XX სს საოპერო ნაწყვეტის/გავრცობილი არიის/ვოკალური ციკლის/რომანსების/Lied-ის მაგალითზე; *სავალდებულო ფორტეპიანოს სპეციალობით გაკვეთილი ტარდება საშემსრულებლო/კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთან მცირე ფორმის ნაწარმოების მაგალითზე;
*ჯაზის სპეცილობით გაკვეთილი ტარდება სოლო, ან ჯაზ ანსამბლის ნებისმიერ შემადგენლობასთან.
გაკვეთილის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
– ნაწარმოების არსში წვდომის უნარი და შინაარსის მუსიკალური ინტერპრეტაცია, მეთოდოლოგიური შესაბამისობა, მასალის დემონსტრირება; გადმოცემის ლოგიკურობა/არგუმენტულობა; ტექნიკაზე მუშაობა არტისტიზმზე მუშაობა;
– გაკვეთილის დროის რაციონალური გამოყენება;
– თეორიის და პრაქტიკის ორგანული კავშირი.
– სტუდენტთან უკუკავშირი;
– კოგნიტური და კომუნიკაციური უნარები;
გასაუბრება ტარდება შემდეგი საკითხების ირგვლივ:
* ანკეტაში წარმოდგენილი ინფორმაცია (პედაგოგიური მოღვაწეობა შემოქმედებითი მიღწევები, კვლევითი-მეთოდური მუშაობის გამოცდილება; პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები)
* ჩატარებული გაკვეთილი; აკადემიური გუნდის დირიჟორობის შემთვევაში გუნდთან მუშაობს და სტუდენტთან გაკვეთილი
კონკურსანტების შეფასება ხდება სიტყვიერად: „დიახ“ (გამსვლელი), „არა“ ( არ გამსვლელი) გაკვეთილი და გასაუბრება ფასდება ერთად.
მხედველობაში მიიღება საშემსრულებლო-შემოქმედებითი ან/და პედაგოგიური მოღვაწეობის ბოლო 6 წელი;
გ) მე-7 მუხლის 7.2.2. პუნქტის „ა“ და 7.2.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების მეორე წინადადებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთან, რომელიც არ ირიცხება/ოდა კონკურსანტის კლასში (გარდა იმ სპეციალობებისა, სადაც აღნიშნული პრინციპის დაცვა შეუძლებელია)“;
დ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საშემსრულებლო ფაკულტეტის სპეციალობებზე კონცერტი ტარდება ფიზიკურ რეჟიმში, გაკვეთილი ტარდება ფიზიკურ რეჟიმში; გასაუბრება ტარდება ფიზიკურ რეჟიმში. კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე, კომპოზიციის სპეციალობით გაკვეთილი ტარდება ფიზიკურ რეჟიმში; გასაუბრება ტარდება ფიზიკურ რეჟიმში.
კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკოლოგიურ სპეციალობებზე სამოდელო ლექცია/გაკვეთილი და გასაუბრება ტარდება ონლაინ რეჟიმით“.
ე) დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი #2 (საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებები) და ,,დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული No4 დანართი (საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებები) ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული რედაქციით (დანართი #2 ,დანართი #4).
2. აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, No6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე