დადგენილება No 94/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის შესახებ
დადგენილება No 94/2021
თარიღი: 23 ივლისი, 2021
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქათველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, ”სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ „აკადემიური საბჭოს 2021 წლის 28 ივნისის #80/2021 წლის დადგენილებისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 23 ივლისის No 37 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი No 37),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შერჩეულ იქნეს ნინო ბაქრაძის კანდიდატურა.
2. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს.
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, No6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე