დადგენილება № 25/2021 – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო ვადების განსაზღვრის შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის № 97/2021 დადგენილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 25/2021
თარიღი: 28 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2021 წლის 20 მაისის №18/2021 დადგენილებით დამტკიცებული “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ მე-3 მუხლისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 28 ივლისის № 07 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგნელობითი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო ვადების განსაზღვრის შესახებ” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 ივლისის № 97/2021 დადგენილება (იხ. დადგენილება № 97/2021, 26.07.2021)
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე tsc.edu.ge;
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);
4. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ირაკლი ევსტაფიშვილი
წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე