დადგენილება №101/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დაკავებული თანამდებობიდანგათავისუფლების შესახებ
დადგენილება № 101/2021 თარიღი:
10 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-33 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ქეთევან იაშვილის 2021 წლის 07 სექტემბრის №1102/22 განცხადებისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 10 სექტემბრის № 41 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 41),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისადმინისტრაციის ხელმძღვანელის ქეთევან იაშვილის განცხადება, პირადი სურვილის საფუძველზე დაკავებულითანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და 2021 წლის 14 სექტემბრიდან შეუწყდეს სსიპ – თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება;
2.დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს;
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6);
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე