დადგენილება № 103/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიის მიმართულებისპროფესორის, ივანე ჟღენტისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ
დადგენილება № 103/2021
თარიღი: 10 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი დამე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2019 წლის 05 დეკემბრის N 10 სხდომის ოქმით დამტკიცებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობები“-ს მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 10 სექტემბრის № 41 სხდომაზედაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 41),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. მიენიჭოს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მუსიკის თეორიის მიმართულების პროფესორს, ივანე ჟღენტსემერიტუსის წოდება და თანამდებობრივ სარგოდ მიეცეს კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობისათვის გათვალისწინებული სახელფასო თანხის 60%;
2. დადგენილება დაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კონსერვატორიის ბუღალტერიას, სასწავლოდეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე tsc.edu.ge;
4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში(მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე