დადგენილება № 104/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების – ელენე ელიოზიშვილის (საბაკალავრო პროგრამა “მუსიკის თეორია”) და სანდრო წიქორიძის (საბაკალავრო პროგრამა ,,კომპოზიცია”) ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 104/2021
თარიღი: 10 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 10 სექტემბრის №41 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 41),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „მუსიკის თეორია“ სტუდენტის, ელენე ელიოზიშვილის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
2. დამტკიცდეს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „კომპოზიცია“ სტუდენტის, სანდრო წიქორიძის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
3. დადგენილება გადაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე